გასტრონომიის თვალსაზრისით, ჩვენ ლუდზე ორიენტირებული პაბის სტილის საკვების ენთუზიასტები ვართ,ქართულ სულთან ერთად სადაც გრილზე მომზადებული კერძები განსაკუთრებულ როლს თამაშობს: ჩვენი ფასანაურული სტილის ხინკალი უკვე იქცა ქალაქში სავალდებულოდ დასაგემოვნებელ კერძად, ნახშირის გრილზე დაბრაწული მწვადი ნაკვერჩხლის არომატით, წვნიანი ცხვრის ქაბაბი, ღუმელში დაბრაწული ლავაში სვანური მარილითა და კახური ზეთით, ჩებურეკი, გამომცხვარი საქონლის ენა და ნაირ-ნაირი მჟავეული.
ჩვენთან ხორცეული, სოუსები და ბოსტნეული ესპანური წამყვანი ბრენდის "მიბრასას" გრილზე მზადდება და მენიუში გამორჩეულ ადგილს იკავებს,რეცეპტურაში ზედმეტი ჩარევის გარეშე კი კერძებს გემრიელ, შებოლილ არმომატს სძენს.
საჭაშნიკეში 8 სახეობის ჩამოსასხმელ ლუდს ვითვლით,რომელიც უნიკალური ჩამოსასხმელი აპარატის საშუალებით 5C-მდე ცივდება და გემოვნურ თვისებებს იდეალურად უნარჩუნებს სასმელს. საჭაშნიკეს ისტორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია ჩვენს სივრცეში ღვინისა და ჭაჭის დიდი არჩევანიც არ დაგვეხვედრებინა.